რას აცხადებს მამაკაცის დედა, რომელსაც მამისა და ბაბუის მკვლელობას ედავებიან – “გიორგი გაიზარდა არასწორად და ამის გამო აეწეწა ცხოვრება”

“გიორგი გაიზარდა არასწორად და ამის გამო აეწეწა ცხოვრება”, – ამის შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილის დედა აცხადებს.

მისი თქმით, ბიჭი მამასა და მამამთილთან იზრდებოდა.

“როცა ჩვენ დავშორდით, მე და ჩემი ყოფილი მეუღლე, მათ დაიტოვეს ეს ბავშვი იმიტომ, რომ უნდოდათ, მათნაირი გაზრდილიყო. ვიტყვი იმას, რომ არასწორად ცხოვრობდნენ ეს კაცი და ჩემი ყოფილი მეუღლე და ეს ბავშვიც არასწორად გაზარდეს. გიორგი გაიზარდა არასწორად და ამის გამო აეწეწა ცხოვრება. ციხეში რამდენჯერმე მოხვდა. დაენგრა ფსიქიკა, გამოვიდა და ჩაიდინა ეს”, – აღნიშნა ბრალდებულის დედამ.

ცნობისთვის, მუხრანში 28 წლის კაცმა მამა და ბაბუა მოკლა.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2 ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები