ბათუმი საქართველოში პირველი ქალაქი იქნება, სადაც ელექტროავტობუსები იმოძრავებენ

შემოდგომიდან ბათუმის ქუჩებში ელექტროავტობუსები იმოძრავებს. ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ გამართული სატრანსპორტო სისტემის მოწყობა ქალაქში ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

„ეს არის პირველი ელექტროავტობუსი, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის აიწყო. ჩვენი მიზანია გამართული მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის მოწყობა და, ამავდროულად, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. ავტოპარკის განახლებაზე მუშაობა ახლაც მიმდინარეობს. ეტაპობრივად მივყვებით ამ მიმართულებით პროექტების განხორციელებას, რაც ჩვენი ქალაქის მომავალზე პოზიტიურად აისახება”, – წერს ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე საკუთარ “ფეისბუქგვერდზე”.

8 ახალი თეთრი ფერის ელექტროავტობუსი, რომლის სიგრძეც 9.5 მეტრს შეადგენს, გათვლილია 70 მგზავრზე. ახალი ელექტროავტობუსები არის თანამედროვე სტანდარტების, ადაპტირებული შშმ პირთათვის. ტრანსპორტში დამონტაჟებული იქნება თანამედროვე სტანდარტის გათბობა და კონდიცირება. ასევე, ექნება ხმოვანი სისტემა და იმუშავებს ვიდეოკამერებიც. ელექტროავტობუსების დატენვა შესაძლებელი იქნება 10 წუთის განმავლობაში.

ტენდერი ახალი ავტობუსების შესყიდვასთან დაკავშირებით EBRD-მა გამოაცხადა, სადაც კომპანია ,BKM-მა გაიმარჯვა. პროექტის ღირებულება 4 მილიონ ევროს შეადგენს.

ბათუმს განახლებული ავტოპარკი აქვს, სადაც უკვე 40 დიზელზე მომუშავე ვტობუსი ჰყავს. უკვე დაწყებულია ავტოპარკის განახლებაზე მუშაობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები