რას ჰყვებიან ადგილობრივები მუხრანში მომხდარ მკვლელობაზე – “არ არის გამორიცხული, რომ მამა და ბაბუა ფულის გამო მოეკლა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში მომხდარი მკვლელობის შესახებ მეზობლები კიდევ ერთ ვერსიაზე საუბრობენ. ადგილობრივების ინფორმაციით, არსებობს ვარაუდი, რომ მომხდარი შესაძლოა, ფულს უკავშირდებოდეს.

მეზობლების თქმით, ოჯახმა მიწის ნაკვეთი გაყიდა, მამამ და ბაბუამ კი თანხა ბრალდებულს არ გაუყვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მკვლელობის შემდეგ დედასთან იმყოფებოდა, რომელსაც ფული სთხოვა.

ადგილობრივების ინფორმაციით, 28 წლის მამაკაცი განაწყენებული იყო მამაზეც, ვინაიდან მან წლების წინ შვილის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება მისცა. როგორც ცნობილია, მამისა და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებული პირი წლების წინ მკვლელობისთვის დააპატიმრეს და ამ დრომდე სასჯელს იხდიდა. ის საპატიმროდან რამდენიმე დღის წინ გათავისუფლდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ბრალდებულმა ციხეში 14 წელზე მეტი გაატარა.

“ცოტა არანორმალური კაცი იყო ეს ბაბუა, მოჩხუბარი იყო. ბავშვი სულ ციხეში იყო, მკვლელობაზე იჯდა, ქალი მოკლეს მაგან და თავისმა პარტნიორმა, 10-15 წლის წინ მოხდა ეს”, – აცხადებს ერთერთი ადგილობრივი.

შეგახსენებთ, გავრცელებული ერთერთი ვერსიით, შვილიშვილს ბაბუა შესაძლოა, იმის გამო მოეკლა, რომ ის რძალზე (ბრალდებულის დედაზე) წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2 ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები