ირაკლი ჩიქოვანი: ევროკავშირის ქვეყნებიდან დაბრუნებული, საქართველოს მოქალაქეები სავალდებულო, 14-დღიან კარანტინს გაივლიან
“ევროკავშირის ქვეყნებიდან დაბრუნებისას საქართველოს მოქალაქეები სავალდებულო, 14-დღიან კარანტინს გაივლიან”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.
„საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში ნებისმიერი მიზნით ვიზიტის შემდგომ სამშობლოში უკან დაბრუნებისას გაივლიან სავალდებულო, 14-დღიან კარანტინს.
მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა ასევე გაითვალისწინონ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიდგომები საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვრებს უხსნის.