საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 3-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 963 გახდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზეა განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა  3-ით გაიზარდა და 841 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 3903 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 202 პირი.

ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები