ვლადიმერ ბორცვაძე: გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიებას შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აგრძელებს
„გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ამჟამად გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აგრძელებს“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„საქმის მოცულობისა და ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებების ინტენსივობის გათვალისწინებით, საქმეზე გაფართოვდა საგამოძიებო ჯგუფის შემადგენლობა და სისხლის სამართლის საქმეზე ამჟამად გამოძიებას აგრძელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.