წელს ეროვნულ გამოცდებს 24 ბრალდებული და მსჯავრდებული აბარებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური​ს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ​პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრებში ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების გაყვანის პროცესი დაიწყო.
“სპეციალური პენიტენციური სამსახური​ს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდაზე წელს 24 ბრალდებული/მსჯავრდებული იღებს მონაწილეობას, რომელთაგან 6 არასრულწლოვანია.
სპეციალური პენიტენციური სამსახური თითოეულ აბიტურიენტს წარმატებას უსურვებს და ბრალდებულების/მსჯავრდებულების ეროვნულ გამოცდებში შეუფერხებლად მონაწილეობას უზრუნველყოფს”, – აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახური​ს მიერ გავრცელებული განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები