ეკატერინე ტიკარაძე: საქართველო მსოფლიოში ერთერთი წამყვანი ქვეყანაა, რომელსაც საუკეთესო ეპიდსიტუაცია აქვს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო მსოფლიოში ერთერთი წამყვანი ქვეყანაა, რომელსაც საუკეთესო ეპიდსიტუაცია აქვს.

მინისტრის თქმითვე, მთავრობა და ყველა სხვა უწყება მუშაობს იმისთვის, რომ ქვეყანაში ინფექციის უკონტროლო გავრცელება არ მოხდეს.

„ნებისმიერ ტალღას, იქნება ეს მეორე, მესამე თუ იყო პირველი, საფრთხე არის შემდეგი, რომ შეიძლება, მოხდეს მისი უკონტროლო გავრცელება, რისთვისაც არა მხოლოდ საქართველოს მთავრობა, არამედ ყველა სხვა უწყება მუშაობს კოორდინებულად, რომ არ მოხდეს ეპიდსიტუაციის გაუარესება და, შესაბამისად, ინფექციის უკონტროლო გავრცელება. რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, საქართველო არის მსოფლიოში ერთერთი წამყვანი ქვეყანა, რომელსაც აქვს საუკეთესო ეპიდსიტუაცია. შემდგომშიც გავაგრძელებთ მუშაობას და ვეცდებით, რომ თავიდან ავიცილოთ შემდეგი ტალღის გავრცელება საქართველოში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები