გენადი მარგველაშვილი: აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრებში, კოვიდ ინფექციით გამოწვეული პანდემიიდან გამომდინარე, აბსოლუტურად უსაფრთხოდ გრძნობენ თავს
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გენადი მარგველაშვილი რუსთავის 22-ე საჯარო სკოლაში, ლლ ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პროცესსა და COVID 19 -ით გამოწვეული პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ აბიტურიენტების უსაფრთხოების შესახებ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
მისი თქმით, აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრებში, კოვიდ ინფექციით გამოწვეული პანდემიიდან გამომდინარე, აბსოლუტურად უსაფრთხოდ გრძნობენ თავს.
„როგორც გუშინზ ასევე, დღეს ვრწმუნდებით იმაში, რომ 6 500-მდე აბიტურიენტი, რომლებიც მოდიან საგამოცდო ცენტრებში, კოვიდ ინფექციით გამოწვეული პრობლემებიდან გამომდინარე, აბსოლუტურად უსაფრთხოდ გრძნობენ თავს. ერთადერთი ბარიერი, რომელიც მათ რჩებათ გადასალახი – ეს არის საგამოცდო ტესტი. მე მინდა, ვუსურვო წარმატებები თითოეულ აბიტურიენტს, გრანტის გაუმჯობესების მსურველ სტუდენტებს. ჩვენთვის, ქვეყნისთვის, კრიტიკულად აუცილებელია რეალიზებული და წარმატებული განათლებული თაობა”, – განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.
მისი თქმით, პანდემიის შედეგად არსებულ გამოწვევებს თავს წარმატებით ართმევენ სახელმწიფო სტრუქტურები – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ასევე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, რომელთა დამსახურებით აბიტურიენტები თავს აბსოლუტურად უსაფრთხოდ გრძნობენ.