თეირანთან ახლოს მდებარე ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა

თეირანთან ახლოს მდებარე ქარხანა Sepahan Boresh-ში გვიან ღამით ძლიერი აფეთქება და ხანძარი მოხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, წინასწარი ვერსიით, მომხდარის შედეგად სულ მცირე ორი მუშა დაიღუპა. ქარხანასა და ახლოს მდებარე კომპანია Saipa Press-ის შენობებს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგათ.

მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. თუმცა, საერთაშორისო მედია აღნიშნავს, რომ უკანასკნელ ორ კვირაში ირანში ეს უკვე მეოთხე აფეთქებაა, მანამდე მსგავსი რამ მოხდა პარჩინაში, ნათანზესა და თეირანის ჩრდილოეთით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები