არჩილ თალაკვაძე: ერთიანი ეროვნული გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარება იყო სისტემური ამოცანა, რომელიც წარმატებით გადაიჭრა

„მინდა პარლამენტის სახელით აბიტურიენტებს ვუსურვო წარმატებები და ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს პარლამენტი მომავალშიც მაქსიმუმს გააკეთებს, რომ უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო მოქალაქეებისთვის და ახალგაზრდებს მისცეს განვითარების და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზების საშუალება”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ეფექტურად ჩატარა მოსამზადებელი სამუშაო და ეროვნული გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარება უზრუნველყო.

“ერთიანი ეროვნული გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარება იყო სისტემური ამოცანა, რომელიც წარმატებით გადაიჭრა” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები