ანრი ოხანაშვილმა კრისტიან ურსეს მადლობა გადაუხადა რეფორმების განხორციელების პროცესში საქართველოსთვის აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის

​იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა და მადლობა გადაუხადა რეფორმების განხორციელების პროცესში საქართველოსთვის აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„ბატონი ურსე ჩვენი ქვეყნის მეგობარია. ის მხარს უჭერდა საქართველოს რეფორმების გატარებაში და განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი როლი სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებსა და საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირებაში. ჩვენ ჩამოგვიყალიბდა ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის გამოცდილება. შესაბამისად, დღევანდელი დღე იყო უკვე შეჯამება ჩვენი ერთობლივი წარმატებული თანამშრომლობისა. მე მას ვუსურვებ წარმატებას მის შემდგომ საქმიანობაში, რომელსაც ის ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში განახორციელებს. იმედი მაქვს, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა უკვე შემდგომი თანამშრომლობისა მისი ახალი პოზიციიდან და დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ურსე თავის საქმიანობაში იქნება წარმატებული და ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა შეხვედრის კომენტირებისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები