მოესწრება თუ არა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა პარლამენტის სასესიო პერიოდში

პერსონალური მონაცემების დაცვა თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი გამოწვევაა. საერთაშორისო კვლევების თანახმად, ერთი ადამიანის მონაცემები საშუალოდ 250-დან 1000-მდე ბაზაშია რეგისტრირებული, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით კი მილიონობით ადამიანის შესახებ ინფორმაციის დამუშავებას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე დისკუსია საჯარო ინტერესსა და მოქალაქის პირადი ცხოვრების უფლებას შორის ბალანსის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე ჩვენს ქვეყანაშიც აქტუალურია.

ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში კი ამას ემატება ევროკავშირთან ასოცირების პროცესი, რომლის მიხედვითაც საქართველომ უნდა გააუმჯობესოს პერსონალური მონაცემების დაცვის პრაქტიკა და მოახდინოს კანონმდებლობის მაქსიმალური ჰარმონიზაცია ევროპულთან.

“პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში 2019 წლის 22 მაისს არის ინიცირებული, თუმცა პირველი საკომიტეტო მოსმენის შემდეგ მისი განხილვის პროცესი შეჩერებულია გაურკვეველი მიზეზებითა და ვადით.

იმის გასარკვევად, მოესწრება თუ არა აღნიშნული კანპროექტის განხილვა პარლამენტის სასესიო პერიოდში და რას წააგებს ქვეყანა, თუ „პერსონალური დაცვის შესახებ“ კანონპროექტს არ დაამტკიცებენ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გიორგი კახიანს ვესაუბრეთ. ის ფიქრობს, რომ აღნიშნული კანონროექტის განხილვა შესაძლოა, ვერ მოესწროს სასესიო პერიოდში.

„მე პირადად რთულად წარმომიდგენია, პარლამენტმა ამ მოწვევაში მოასწროს ამ კანონპროექტის განხილვა“, – ამბობს გიორგი კახიანი, თუმცა ვერ აკონკრეტებს, რატომ ვერ მოესწრო ამდენი ხნის განმავლობაში პროექტის განხილვა და კანონის მიღება.

ჩვენ ასევე კითხვით მივმართეთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. როგორც უწყებაში განგვიმარტეს, რომ ეს კანონი კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის საქართველოში მოქალაქეთა „პერსონალური მონაცემების დაცვას“ და იმედს გამოთქვამენ, რომ კანონპროექტს საქართველოს პარლამენტში დროულად განიხილავენ.

,,სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იმედოვნებს, რომ საქართველოს პარლამენტი აღნიშნულ კანონს უახლოეს მომავალში მიიღებს“, – გვითხრეს უწყებაში.

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ საქართველოში პერსონალური მონაცემების დაცვის მაჩვენებელი საკამოდ დაბალია, თუმცა არ ფიქრობს, რომ თუ ჯარიმებზე თანხის ოდენობას გავზრდით, ამით სიტუაცია გამოსწრდება.

„პერსონალური მონაცემების დაუცველობა ამ ქვეყანაში მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლება და პარლამენტი ვალდებულია, შეცვალოს რაიმე უკეთესობისკენ.

არ ვეთანხმები სანქციების სიმკაცრეს და ვფიქრობ, ჯარიმების თანხის ოდენობის გაზრდით მნიშვნელოვან ცვლილებებს ვერ მივიღებთ“, – ამბობს „რესპუბლიკური პარტიის“ ერთერთ წევრი, თამარ კორძაია.

თუმცა, ოპოზიციურ კოალიციის ერთერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ “ყველაზე დიდი საფრთხე, რაც მოქმედ კანონში არის გათვალისწინებული, ეს არის ჯარიმების მიზერულობა. დარღვევებისთვის გადახდილი თანხა იმდენად მცირეა, რომ ბევრ ორგანიზაციას უღირს 500 ლარის გადახდა, რათა დაარღვიოს კანონი“.

ცნობისთვის, IRC, საია, EMC და RIVG მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, რომ განაახლოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა და უზრუნველყოს მისი დროული მიღება, თუმცა კანოპროექტის განიხლვა გარკვეული ვადითა და მიზეზებით შეწყდა.
მათივე აზრით, მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა და საკამათო საკითხებისა, კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობას და ქართულ სამართლებრივ ჩარჩოს დააახლოებს ახალ ევროპულ რეგულაციასთან (GDPR) მაშინ, როდესაც მოქმედი კანონი მოძველებულია და ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები