ნედლი რძე, საშუალოდ, 9 %-ით გაძვირდა

ნედლი რძე ძვირდება. ამ პერიოდში, როდესაც რძის რაოდენობა იმატებს, ტრადიციულად, მისი ფასი იკლებს, თუმცა წელს განსხვავებული მდგომარეობაა. ეს კი პანდემიით ბაზარზე გამოწვეულ კრიზისს უკავშირდება.
საბოლოოდ, ზარალდება მომხმარებელი.

georgiandairy.org-ის მონაცემებით, შინამეურნეობები კილოგრამ ნედლ რძეს, საშუალოდ, 0.80 ლარად აბარებენ; კომერციული ექსტენსიური ტიპის ფერმები კი – 1.00 ლარად.
შარშანდელთან შედარებით, ნედლი რძე შინამეურნეობებში 5%-ით, კომერციულ ექსტენსიურ ფერმებში კი  13%-ით გაიზარდა.

საინფორმაციო პორტალის მონაცემებით, ასევე უპრეცენდენტოა მსგავსი დიდი სხვაობა ორი ჯგუფის ფასებს შორის – კომერციულმა ექსტენსიურმა ფერმებმა ბევრად უფრო მაღალი ფასის მიღება შეძლეს ვიდრე შინამეურნეობებმა, რაც კომერციული მერძეული სექტორის უპირატესობებით აიხსნება: უფრო მარტივი ლოგისტიკა – მეტი რძის შეძენის შესაძლებლობა ერთი ფერმიდან ვიდრე ერთი შინამეურნეობისგან; შედარებით მაღალი ხარისხი; მეტი გავლენა ფასის ფორმირებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები