ვაჟა ყულიჯანიშვილმა რუსთაველის ფონდის გრანტიორებისთვის, მოსწავლეებისთვის, დაინტერესებული პირებისთვის აბასთუმნის ობსერვატორიიდან ონლაინტური ჩაატარა

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორის მოადგილემ, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორმა ვაჟა ყულიჯანიშვილმა რუსთაველის ფონდის გრანტიორებისთვის, მოსწავლეებისთვის, დაინტერესებული პირებისთვის ობსერვატორიიდან ონლაინტური ჩაატარა.

როგორც “კვირას” შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან აცნობეს, გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ ისაუბრა იმ საჯარო აქტივობებზე, რომელსაც პანდემიის პირობებში ფონდი მეცნიერების პოპულარიზაციისთვის, აბასთუმნის ობსერვატორიაში მიმდინარე რეორგანიზაცია-მოდერნიზაციის პროცესზე, მის მნიშვნელობაზე ატარებს.

ვაჟა ყულიჯანიშვილმა ობსერვატორიის – მისი ისტორიის, საქმიანობის, ქართველი ასტრონომების მნიშვნელოვანი აღმოჩენების, მათი სახელობის ციური სხეულების შესახებ ისაუბრა. მან ტურის მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია უნიკალური ტელესკოპების მუშაობის პრინციპსა და დაკვირვების პროცესზე, ასტრონომიის სფეროს სიახლეებზე, სამეცნიერო ექსპედიციებზე, მზის სისტემის პლანეტებზე, სხვადასხვა ციურ ობიექტზე; მონაწილეებმა ობსერვატორიის მუზეუმი, მისი ექსპონატები, აკადემიკოს ევგენი ხარაძის კაბინეტი დაათვალიერეს, ტურის წამყვანს კითხვებით მიმართეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები