ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, იმერეთის სოფლები თერმული ნისლით მუშავდება

დასავლეთ საქართველოში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მორიგი ეტაპი მიმდინარეობს – სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლებში – იანეთსა და ბაშში ტერიტორიები სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით თერმული ნისლით მუშავდება.

შეწამვლითი სამუშაოები უსაფრთხოების წესების სრული დაცვითა და რეკომენდაციების გათვალისწინებით ღამის საათებში ტარდება. მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში მოქმედებს გზავნილების სისტემა, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები მოსახლეობას დაგეგმილი წამლობის შესახებ წინასწარ აფრთხილებენ.

შეწამვლითი სამუშაოები მეფუტკრეების ინტერესების გათვალისწინებით და მათთან კოორდინებულად მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები