მარეხი ბექაია: თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ოთხ ახალ ინფიცირებულს შორის ერთი საქართველოს, ორი აზერბაიჯანის, ერთი კი ბელარუსის მოქალაქეა
“თბილისის ზღვის ჰოსპიტლის” კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანლის, მარეხი ბექაიას განცხადებით, კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 4 თბილისის ზღვის ჰოსპიტალში დადასტურდა და ოთხივე სატვირთო მანქანის მძღოლია.
მისივე თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
„გუშინ კლინიკაში 19 PCR კვლევა ჩატარდა და 4 დადებითი პასუხი მივიღეთ. ოთხივე მათგანი მძღოლია. ერთი საქართველოს მოქალაქეა, ორი პაციენტი არის აზერბაიჯანის მოქალაქე, ერთი ბელარუსის. ოთხივე პაციენტი ინფექციურ კლინიკაშია გადაყვანილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ორ პაციენტს ვირუსი საზღვარზე ე.წ. სწრაფი ტესტის ჩატარებისას აღმოაჩნდა, ორმა კი კლინიკას გეგმური შემოწმებით მიმართა და კვლევები გაგრძელდა“, – განაცხადა ბექაიამ.