დავით ჩიკვაიძე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ჩიკვაიძემ მოადგილესთან, გიორგი მაქარაშვილთან ერთად სამუშაო შეხვედრა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან გამართა.

შეხვედრაზე წარმომადგენლებმა ისაუბრეს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში გასულ პერიოდში შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ, ასევე, იმ პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც უახლოეს ხანში რეაგირებას მოითხოვს.

განიხილულ იქნა მერის სახელზე მოქალაქეთა მხრიდან წამოჭრილი პრობლემური საკითხები და მათი მოგვარების შესაძლებლობები, კერძოდ, მუნიციპალიტეტში ბოლო დროს უპატრონოდ დარჩენილი ძაღლების რაოდენობის მატების, სოფლების ტრანსპორტით უზრუნელყოფის, გზების წმენდის,  სასმელი წყლის სისტემისა და გარე განათების მოწესრიგების საკითხები. გარდა ამისა, ისაუბრეს ნაპირსამაგრი სამუშაოებისა და მდინარეების კალაპოტის წმენდის შესახებ.

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა წარმომადგენლებს დავალება მისცა, სისტემატურად და პროაქტიულად წარმოადგინონ ინფორმაცია თავიანთ თემებში არსებული სიახლეებისა და საჭიროებების შესახებ, ამასთან, კომუნიკაცია მერიის შესაბამის სამსახურებთან გახდეს უფრო ოპერატიული და შედეგზე ორიენტირებული.

შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება წარმომადგენლებთან შეხვედრების ფორმატში ცვლილების შეტანის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის თითოეული მაცხოვრებლის პრობლემებისა და წინადადებების მერიამდე მიტანის, ასევე, მათი განხილვისა და გადაწყვეტის პროცესის შემდგომ სრულყოფას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები