დავით ჩიკვაიძე ა(ა)იპ სამსახურის თანამშრომლებთან შეხვედრას განაგრძობს

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი  დავით ჩიკვაიძე  კულტურის, განათლების და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელთან, მანანა ჩაგელიშვილთან ერთად ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის, ბიბლიოთეკისა და უჩა ჯაფარიძის სახელობის სამხატვრო სკოლის თანამშრომლებს შეხვდა.
დავით ჩიკვაიძემ თითოეული სამსახურის ყველა თანამშრომელს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი დაუღალავი შრომისა და კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე, ისაუბრეს არსებული პრობლემების, მათი გადაჭრის გზებისა და მომავალი გეგმების შესახებ.
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დაათვალიერა შენობა, სადაც აღნიშნული ა(ა)იპ სამსახურებია განთავსებულიდა გაეცნო არსებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობას, რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებს.
დავით ჩიკვაიძე ა(ა)იპ დაწესებულებებში ვიზიტსა და თანამშრომლებთან შეხვედრას მომავალშიც გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები