ბრაზილიის განათლების მინისტრმა, ყალბი რეზიუმეს გამო, თანამდებობა დანიშვნიდან რამდენიმე დღეში დატოვა

ბრაზილიის განათლების მინისტრი, კარლოს დეკოტელი თანამდებობიდან დანიშვნიდან რამდენიმე დღეში გადადგა.

CNN Brasil-ის ინფორმაციით, ამის მიზეზი გახდა ყოფილი მინისტრის რეზიუმესთან დაკავშირებული სკანდალი.

საქმე ისაა, რომ დეკოტელიმ საკუთარ რეზიუმეში ჩაწერა, რომ 40 წლის განმავლობაში კერძო საგანმანათლებლო დაწესებულება “ფონდ ჟეტულიუ ვარგასში” ასწავლიდა, თუმცა უნივერსიტეტმა ინფორმაცია უარყო.

გარდა ამისა, მედიისთვის გახდა ცნობილი, რომ დეკოტელიმ ჩაწერა შრომით ბიოგრაფიაში, რომ ასპირანტურა არგენტინაში ქალაქ როსარიოში დაამთავრა, ასევე, გერმანიის ქალაქ ვუპერტალის უნივერსიტეტში დოქტორანტურის პროგრამით სწავლობდა. ორივე სასწავლებელმა ინფორმაცია უარყო.

როგორც დეკოტელიმ თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მედიას განუცხადა, პოსტზე მისი ყოფნა პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს რეაქციის გამოა შეუძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები