გორში პოლიციელი მოკლეს

გორში სამართალდამცველი მოკლეს. როგორც „რეგიონული კვირისთვის“ გახდა ცნობილი, დამნაშავე თურქეთის მოქალაქე მამაკაცია, რომელიც რამდენიმე თვეა, მდგუმურად ცხოვრობდა გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახში.

„ უიშვიათესი ადამიანი იყო, შოკში ვართ ყველა. ის არამზადა ღამე დაადგა თავზე და საკუთარ საწოლში ყელი გამოჭრა. სამი შვილი ობლად დატოვა. გორში ადამიანს ვერ ნახავთ, ვინც ცუდს იტყვის ჩემს მეგობარზე“, – განაცხადა გარდაცვლილი პოლიციელის მეგობარმა.
როგორც შს სამინისტოში „რეგიონულ კვირას“ განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმის გამოძიება სსკ 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს( ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები