ბორჯომში 6 ახალი ფიტნეს ტრენაჟორი მოეწყო
ბორჯომის მუნიციპალიტეტში კიდევ 6 ფიტნეს ტრენაჟორების მოედანი მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს.
“სამუშაოები ქალაქის 3 უბანში: ვაშლოვანაში, ახალშენსა და ჩარხისწყალზე და 3 სოფელში: კორტანეთში, ლიბანსა და ანდეზიტში ჩატარდა.
წლის ბოლომდე სავარჯიშო სივრცეები კიდევ 7 სოფელს შეემატება.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, ქალაქის უბნებსა და სოფლებში 16 მოედანი დამონტაჟდა”, – წერია განცხადებაში.
როგორც მერიის თანამშრომლები აცხადებენ, პროექტი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.