მამუკა მდინარაძე: ძალიან გასახარია, რომ უმრავლესობაში პრაქტიკულად არ ყოფილა განსხვავებული მოსაზრება ქალთა კვოტირების საკითხთან დაკავშირებით

ძალიან გასახარია, რომ უმრავლესობაში პრაქტიკულად არ ყოფილა განსხვავებული მოსაზრება ქალთა კვოტირების საკითხთან დაკავშირებით, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

რიგორც მდინარაძემ აღნიშნა, ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.

„ძალიან გასახარია, რომ უმრავლესობაში პრაქტიკულად არ ყოფილა განსხვავებული მოსაზრება ქალთა კვოტირების საკითხთან დაკავშირებით, რომ დავაზუსტო, საქართველოს პარლამენტში მოხვედრის მსურველი პარტია ვალდებული იქნება ყოველი მე-4, როგორც მინიმუმ განსხვავებული სქესის ადამიანი ჰყავდეს შეყვანილი. ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე ეს იქნება პროპორციულ სიაში ყოველი მეორე. მე ვფიქრობ, რომ ესეც არის წინ გადადგმული ნაბიჯი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ განსხვავებულ სქესზე ამ შემთხვევაში იცით, რომ პრაქტიკაში საუბარია ქალებზე, მაგრამ თუ ვინმეს მოუნდება მაგალითად ქალთა პარტიის ჩამოყალიბება, ის პარტია ვალდებული იქნება ყოველი მეოთხე საპარლამენტო სიაში მოახვედროს მამაკაცი“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები