აზერბაიჯანში კორონავირუსის 556 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და კიდევ 7 გარდაცვლილია
აზერბაიჯანში კორონავირუსის 556 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, ქვეყანაში უკვე 17 554 ინფიცირებულია.
ოპერატიული შტაბის განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ერთ დღეში ვირუსს კიდევ 7 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 213 ლეტალური შემთხვევაა.
ამასთან, 9 715 პაციენტი განიკურნა, მკურნალობას 7 596 პირი აგრძელებს.