ლევან დავითაშვილი: უკანონო ქმედებაზე რეაგირება იქნება მაქსიმალურად მკაცრი

“უკანონო ქმედებაზე რეაგირება იქნება მაქსიმალურად მკაცრი”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი ყველა უწყების ყველა თანამშრომელი, ვინც უკანონო ქმედებას ჩაიდენს, მაქსიმალური სიმკაცრით აგებს პასუხს კანონის წინაშე.

„სამართალდამცავებმა სამსახურებრივიუ ფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყების თანამშრომელი დააკავეს.

მინდა განვაცხადო, სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი ყველა უწყების ყველა თანამშრომელი, ვინც სარგებლის მიღებისთვის გარიგებაში შევა და უკანონო ქმედებას ჩაიდენს, მაქსიმალური სიმკაცრით აგებს პასუხს კანონის წინაშე.

საქმის გამოძიების პროცესში სამინისტროს შესაბამისი სამსახურები აქტიურად თანამშრომლობენ სამართალდამცავებთან.

ერთეულმა უკანონო ქმედებებმა არ უნდა შელახოს სახელმწიფო სტრუქტურისა და იმ პროფესიონალი ადამიანების რეპუტაცია, ვინც პატიოსნად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.
საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება არის სამინისტროს მართვის პოლიტიკის ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტი.

ნდობას, რომელიც უწყების მთავარი მონაპოვარია, ქმნის პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები