რუხის კლინიკა ბოლო კოვიდინფიცირებულმა დატოვა – რეგიონმა “მწვანე ზონის” სტატუსი დაიბრუნა

საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის კლინიკა ბოლო კოვიდინფიცირებულმა პაციენტმა დატოვა. იგი რიგით მე-14 პაციენტია, რომელიც სამეგრელოს რეგიონში კოვიდ19-სგან გამოჯანმრთელდა.

რუხის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, ნიკოლოზ ქარცივაძის განცხადებით, გამოჯანმრთელებული პაციენტი 17 მაისიდან მკურნალობდა, იგი ე.წ. ტრაილერის მძღოლის კლასტერიდან იყო.

ქარცივაძის განცხადებით, გამოჯანმრთელებული პაციენტი მსოფლიო ჯანდაცვის გაიდლაინის მიხედვით, 15 დღით სავალდებულო თვითიზოლაციაში გადავა. რაც შეეხება ანალიზებს, დღეს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 217 ნიმუში გამოიკვლიეს. ყველა მათგანი კორონავირუსზე უარყოფითია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსისგან ინფიცირებული ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა. რეგიონმა “მწვანე ზონის” სტატუსი დაიბრუნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები