გიორგი ვოლსკი: რადიკალურ ოპოზიციას სურს, მძიმე მდგომარეობა შექმნას

„ეუთო-ს რეკომენდაციები საარჩევნო სისტემის, საერთოდ, საარჩევნო ატმოსფეროს გაჯანსაღების თემას ეხება, თუ როგორი უნდა იყოს გარემო არჩევნების დროს, არჩევნების წინა პერიოდში”, – ამის სესახებ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, თითქმის ყველა პუნქტი შეთანხმებულია. დარჩენილია კიდევ რამდენიმე საკითხი, რაზეც პირველი ვიცესპიკერი იმედის გამოთქვამს, რომ შეთანხმდებიან. თუმცა, მისივე თქმით, პოლარიზაცია პოლიტიკურ პოზიციებს შორის დიდია და მწვავე.

“ამ პროცესებში დასავლელი პარტნიორები ჩართულნი არიან. ფასილიტატორები, ანუ მოლაპარაკებების ხელშემწყობები თავის როლს ასრულებენ, ერთობლივი განცხადებებებია ცალკე აშშ-ისა და გერმანიის. მაგრამ გაერთიანებული ოპოზიცია აირია. ყველა არა, რადგან ახალი ოპოზიცია კონსტრუქციული კუთხით გამოჩნდა. მხედველობაში მყავს „ნაციონალური მოძრაობა”, „ევროპული საქართველო” და, ზოგადად, სატელიტიტი პოლიტიკური პარტიები. ძალიან მძიმე მდგომარეობა უნდათ, რომ შექმნან და შექმნილია კიდეც ძალიან მძიმე მდგომარეობა იმ თვალსაზრისით, რომ ეს უკვე აღარ არის პოლიტიკური პოლემიკა. სხვა სიბრტყეში გადავედით”, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

დღევანდელ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობასთან დაკავშირებით პირველმა ვიცესპიკერმა აღნიშნა, რომ ვინმე მაინც იქნებოდა „ნაციონალურ მოძრაობის” რიგებში ისეთი, ვინც ეტყოდათ, რომ ამ პროცესებში ჩაურთველობა პოლიტიკური თვითმკვლელობაა.

„მაგრამ მთლიანობაში მაინც გადაწონათ იმის ცდუნებამ, რომ ისევ იმ ხაზს მისდევენ, რომ არის პოლიტიკური პატიმარი, თუმცა პოლიტიკური პატიმრის ბედი, დარწმუნებული ვარ, რომ სულ არ აინტერესებთ, ციხეში იჯდება იგი თუ არა. მისი გარეთ გამოსვლაც ნაკლებად აწყობთ.

მთავარი, ვისთანაც პასუხს ვაგებთ, ვისთანაც ანგარიშველდებულები ვართ, ჩვენი საზოგადოებაა, ახალგაზრდები იქნებიან თუ ხანშიშესულები ან თუნდაც ბავშვები, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვთ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება. ეს არის თემა და როცა პოლიტპატიმრის თემით მანიპულირებ, ნიშნავს, რომ პერსპექტივა არ გაქვს, საზოგადოებას უკეთესი მხრიდან დაანახო შენი თავი და რადიკალურ ზომებს იმიტომ მიმართავ, რომ იქნებ დასავლეთიდან ყურადღება მოგაქციონ, რომ საქართველოში თურმე პოლიტპატიმარი ყოფილა და თურმე ხელისუფლებას შეუძლია, მითითება მისცეს სასამართლოს და გამოაშვებინოს. ეს არ არის ერთი მხრიდან გაკეთებული დარტყმები. ერთი მიმართულებაა, რომ იქ ვაშაძე გამოდის, რომ ჩვენ უნდა მოვემზადოთ ოპოზიციაში გადასასვლალად და საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან. მეორე მიმართულებაა, რომ თითქოს ხელისუფლებას აქვს ბერკეტი, სასამართლოს უკარნახოს. მესამე მიმართულებაა სრული დესტრუქცია, როცა გარეთ შეკრებ სასტვენებით ხალხს და ვიღაცას ამას დაანახებ. მეოთხე მიმართულებაა ის, რომ თურმე პანდემიამ და ვირუსმა შეიძლება, გაცილებით მეტი ეკონომიკური ზარალი მოგვაყენოს, ვიდრე ახლა ვართ. ადამიანის ჯანმრთელობა თურმე არაა მნიშვნელოვანი. ვერცერთი მიმართულებით ვერ განახორცეილეს თავიანთი სტრატეგიული დესტრუქციული გეგმა”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

როგორც მან აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის ოჯახზე შტევებს თვითონ ივანიშვილმა უპასუხა დუმილითა და ქაუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნით.

ყველაფერმა დაგვანახა, რომ არსებობს მმართველი გუნდი, რომელიც არავითარ არაფორმალური ფარდის მიღმიდან მართვას არ საჭიროებს. დარგი არ დარჩა, რომელმაც მაღალხარისხიანად არ იმოქმედა. მდგომარეობა უმძიმესია, მაგრამ პანდემიის თემის გამოყენება არ გამოუვიდათ. ვერცერთმა თემამ ვერ იმუშავა და რა დარჩენიათ? დარჩენიათ ის, რომ დრამატიზაცია მოახდინონ ამ სიტუაციისა, რომ საშიენლება ხდება – გიორგი რურუა პოლიტპატიმარია და ესენი იძულებული არიან, არ მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში. თან კიდევ ხელს გვიქნევენ, რომ არ ჩავაგდოთ საკითხი”, – აღნიშნა პირველმა ვიცესპიკერმა.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები