ახალციხის №1 საბავშო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე არსებული №1 საბავშვო ბაღის შენობისა და ეზოს კეთილმოწყობა დასრულების ეტაპზეა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს.

“ახალი სასწავლო წლიდან საბავშვო ბაღში 4 ჯგუფი გააგრძელებს ფუნქციონირებას. თანამედროვე სტანდარტების მქონე, კეთილმოწყობილ გარემოში 120 აღსაზრდელი შეძლებს სკოლამდელი აღზრდის უნარ-ჩვევების მიღებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, პროექტი 499 999 ლარით რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები