აჭარაში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აჭარაში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორივე დაინფიცირებული მძღოლია, რომელიც COVID 19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით საზღვრიდან გადაიყვანეს. ისინი მკურნალობას ბათუმის ,,მედალფას” კლინიკაში აგრძელებენ.

მედიკოსების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი სიმძიმისაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები