ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციის სამუშოები ხობის მერმა შეაფასა

ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის კორცხოს უბანში გზის რეაბილიტიაცია მიმდინარეობს. გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე, მახარე ჩოკორაია გაეცნენ.
პროექტის შესაბამისად, 1.8 კილომეტრზე დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი; აშენდება ნაპირდამცავი გაბიონი; მოეწყობა სანიაღვრე არხები და ეზოებში შესასვლელები.
გზა, რომელიც სოფელს ცენტრალურ საავტომობილო გზასთან აკავშირებს, ავარიულ მდგომარეობაში იყო და სრულ რეაბილიტაციას საჭიროებდა.
ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 1 მილიონ 487 ლარია, ორ ეტაპად, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები