სოფელ ძევრში, რობაქიძეების უბანში 70 ოჯახს წყალმომარაგება აღუდგება

სოფელ ძევრის მოქალაქეთა ჯგუფს, რომელიც უბნის წყალმომარაგებაში არსებული პრობლემის მოგვარებას ითხოვდა, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი – ლაშა გოგიაშვილი შეხვდა.

როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ლაშა გოგიაშვილმა შეხვედრის დროს მიიღო გადაწყვეტილება, ადგილზე მოქალაქეებთან ერთად დაეთვალიერებინა და შეესწავლა საკითხი.

მათივე ცნობით, მერის მოვალეობის შემსრულებელმა, მოადგილე მანუჩარ რობაქიძესთან, დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მუნიციპალური ცენტრის ხელმძღვანელ  ტარიელ ფანჩულიძესა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დათვალიერებისა და კონსულტაციების შემდეგ ადგილზე დასახა ამ პრობლემების მოგვარების გზები.

“მოსახლეობამ მადლობა გადაუხადა ლაშა გოგიაშვილსა და ადგილობრივ ხელისუფლებას გამოჩენილი ოპერატიულობის, მათი პრობლემის გულთან მიტანისა და მოგვარებისათვის.

უბანში გასულ წელს მოსახლეობისათვის წყლის სისტემის მოწყობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით განხორციელდა, რომელიც დღეს დაზიანების გამო არ ფუნქციონირებს.

უახლოეს მომავალში რობაქიძეების უბანში 70 ოჯახს წყალმომარაგება აღუდგება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები