თელავში ფეხბურთელ გივი ჩოხელის დაბადებიდან 83 წლის იუბილე აღნიშნეს

თელავში ლეგენდარული ფეხბურთელის, გივი ჩოხელის დაბადებიდან 83 წლის იუბილე აღნიშნეს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ოჯახის წევრებმა და საზოგადოებისათვის ცნობილმა სხვა სახეებმა ფეხბურთელის ძეგლი ყვავილებით შეამკეს და სპორტსმენის ხსოვნას პატივი მიაგეს.

ღონისძიებების მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი გივი ჩოხელის დამსახურებასა და ღვაწლს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები