ლევან გოფოძე: რესპუბლიკურ საავადმყოფოში 8 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს – შესაძლოა, დღეს ერთი გავწეროთ

რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, ლევან გოფოძე აცხადებს, რომ კლინიკაში ამ დროისთვის 22 პაციენტი მკურნალობას, მათგან რვა არის კოვიდინფიცირებული.

მისი თქმით, მძიმე პაციენტის მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება.

„ამ დროისთვის, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გვყავს 22 პაციენტი და მათგან რვა არის კოვიდინფიცირებული. ვფიქრობთ, დღეს შესაძლოა, ერთი პაციენტი გავწეროთ, კორონავირუსზე ტესტის პასუხი არის უარყოფითი, მაგრამ ფიქსირდება პნევმონია და მისი გაწერა დამოკიდებული იქნება ფილტვის მდგომარეობაზე. რაც შეეხება მძიმე პაციენტს – მისი მდგომარეობა თანდათანობით უმჯობესდება, მართვით სუნთქვაზე კი რჩება, მაგრამ ფილტვის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, რაც იმედს გვაძლევს, რომ ცოტა ხანში მართვითი სუნთქვაც აღარ დასჭირდება. შეუფერხებლად მუშაობს ცხელების ცენტრი, სადაც პაციენტთა მომართვიანობამ შედარებით იკლო, ამიტომაც ვფიქრობთ, თანდათანობით შეიძლება, მუშაობის ჩვეულ რეჟიმში გადავიდეთ. ჩვენთან მაინც დარჩება კოვიდსივრცე და ინფექციურ-პათოლიგიებისთვის ადგილი, თუმცა ეს იქნება იზოლირებული ყველა დანარჩენი სივრციდან. კლინიკას ახალი პაციენტი, დაახლოებით, 4-5 დღეა, არ მიუღია“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები