სოფელ ჭაგანში გზებზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება

ღანირის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ჭაგანში, ხვიჩიების უბანში მე-2 და მე-3 გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც “რეგიონულ კვირას” სამტრედიის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ფინანსდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ლატექსი” ასრულებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა – ვალერი ფოცხვერიამ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან – ზურა გოგიასთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა.

ადგილობრივი გულნარა ლეჟავას განცხადებით, სოფელ ჭაგანში აღნიშნული მიმართულებით ასფალტ-ბეტონის საფარი არასდროს ყოფილა და გზის დაგებით ადგილობრივების მნიშვნელოვანი პრობლემა მოგვარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები