ირაკლი სესიაშვილი: შეშინებულმა ოპონენტებმა გაავრცელეს ჭორი, თითქოს, ივანიშვილს გახარიას მოხსნა უნდა

“შეშინებულმა ოპონენტებმა გაავრცელეს ჭორი, თითქოს, ივანიშვილს გახარიას მოხსნა უნდა”, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა “კვირის პალიტრას” განუცხადა.

მისი თქმით, დღეს ერთად არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ერთ დროს ერთმანეთისთვის ძალიან მძიმე ბრალდებებს არ იშურებდნენ.

,,მე მახსოვს 20 ივნისი, ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ძალიან მძიმე დღე. ვწუხვარ იმიტომ, რომ ჩვენი თანამოქალაქეები, მათ შორის, პოლიციელები, მძიმედ დაშავდნენ, მაგრამ ასევე ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ თქვენისთანა პოლიტიკოსები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ ქვეყანაში დასაშვებია, 3 საათის განმავლობაში პოლიციელს რკინას ურტყამდე და ბრბოში სცემდე.

პრემიერი 20 ივნისი თაობაზე ერთხელ უკვე იყო პარლამენტში და ყველამ ყველაფერი თქვა, ვისაც რა სათქმელი ჰქონდა”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კითხვაზე იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, გახარია “ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერი იყოს, სესიაშვილმა უპასუხა, რომ ოპონენტების მხრიდან არაერთი “ფეიკნიუსი” ვრცელდება, თუმცა აღნიშნა, რომ გახარია საარჩევნო პროცესის ლიდერი და ლოკომოტივია.

“თქვენ ახლა “ფეიკნიუსის” კარგი მაგალითი დაასახელეთ. მთავრობამ რომ გახარიას მეთაურობით პანდემიას კარგად გაართვა თავი, ქართველ ხალხთან ერთად საერთაშორისო საზოგადოებამაც დაინახა. ჩვენი ოპონენტები ამან ძალიან შეაშინა და გადაწყვიტეს, გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს, ივანიშვილს გახარიას მოხსნა უნდა. რა იყო ამ ჭორის მიზანი? ადამიანებს, რომლებსაც გახარია მოსწონთ, ივანიშვილის მიმართ უნდა გასჩენოდათ უარყოფითი დამოკიდებულება. ამ “ფეიკნიუსმა” ჩაიარა, მაგრამ საზოგადოებაში ეჭვი მაინც დატოვა. რაც შეეხება გახარიას პირველობას საარჩევნო სიაში, მე ასე ვიტყვი – ის საარჩევნო პროცესის ლიდერი და ლოკომოტივია”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ირაკლი სესიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მაჟორიტარების საკითხზე კონსულტაცია არ დასრულებულა და ყველაფერს თავისი დრო აქვს, მათ შორის, კანდიდატების დასახელებასაც.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები