ლევან ნიკოლეიშვილი: გაბუნიას სხვა კი არა, საკუთარი თავი კლავდა, რადგან იმ ხალხს ემსახურება, რომელსაც მისი სიცოცხლე ჩალის ფასადაც არ უღირს

“გაბუნიას მოკვლას ვინ აპირებდა, ეს გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, თუმცა, სააკაშვილი და “ნაცმოძრაობა” თავიანთი ჟურნალისტის სიკვდილზე პოლიტიკურად ხელის მოთბობას რომ გეგმავდნენ, ეს აშკარაა”, – ამის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, გაბუნიას სხვა კი არა, საკუთარი თავი კლავდა, რადგან იმ ხალხს ემსახურება, რომელსაც მისი სიცოცხლე ჩალის ფასადაც არ უღირს.

“როგორც ჩანს, სააკაშვილმა გაბუნიას შესაძლო მკვლელობის სათავისოდ გამოყენება და ამ ნიადაგზე საქართველოში არეულობის მოწყობა ჯერ კიდევ მაშინ ჩაიფიქრა, როდესაც მან რუსეთის პრეზიდენტს პირდაპირი ეთერიდან უშვერი სიტყვებით აგინა.

სააკაშვილმა კარგად იცის, რომ არჩევნების გზით საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არ აქვს და ერთადერთ საშუალებად რევოლუცია ან სახელმწიფო გადატრიალება ესახება. აქედან გამომდინარე სააკაშვილსა და “ნაცებს” სჭირდებოდათ სკანდალური ფაქტი, რომელიც ქუჩის საპროტესტო აქციებსა და მღელვარებას გამოიწვევდა, საბოლოოდ კი ხელისუფლების ჩამოგდებით დამთავრდებოდა.

გაბუნიას მოკვლას ვინ აპირებდა, ეს გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, თუმცა, სააკაშვილი და “ნაცმოძრაობა” თავიანთი ჟურნალისტის სიკვდილზე პოლიტიკურად ხელის მოთბობას რომ გეგმავდნენ, ეს აშკარაა. ყველამ მოვისმინეთ უკრაინელი ჟურნალისტების განცხადებები იმის შესახებ, რომ სააკაშვილის გარემოცვისგან შეკვეთა მიიღეს, გიორგი გაბუნია საერთაშორისო მასშტაბით გაეპიარებინათ და მსოფლიოსთვის გაეცნოთ, როგორც ახალი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც პუტინს ღიად უპირისპირდება.

გაბუნიას სხვა კი არა, საკუთარი თავი კლავდა, რადგან იმ ხალხს ემსახურება, რომელსაც მისი სიცოცხლე ჩალის ფასადაც არ უღირს.

ფაქტია, რომ სააკაშვილის მხრიდან გაბუნია გაწირული იყო და “ნაცმოძრაობა”, როგორც მინიმუმ, მისი სიკვდილის სათავისოდ გამოყენებას გეგმავდა”, – განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

ნიკოლეიშვილის თქმით, სააკაშვილი არა ხელისუფლების, არამედ საქართველოს მოწინააღმდეგეა, რომელიც საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ყველაფერზე მოაწერს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები