დაბა ჟინვალში 10 კორპუსის ეზო სრულად მოასფალტდა

დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთეულში ათი კორპუსის ეზო სრულად მოასფალტდა. სარეაბილიტაციო სამუშოები რეგფონდის და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, წლების განმავლობაში ტერიტორია გაუვალი იყო. შესაბამისად, ფეხითა და ტრანსპორტით გადაადგილება თითქმის შეუძლებელი იყო.

დაბა ჟინვალის დასახლება მუნიციპალიტეტში ერთერთი დიდი ადმინისტრაციული ერთეულია, ახლადრეაბილიტირებული გზა სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა მთიანეთის მხარეში – შალვა კერესელიძემ და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა – ზურაბ სეხნიაშვილმა მოინახულეს. გუბერნატორი და მუნიციპალიტეტის მერი ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრნენ. სწორედ ადგილობრივებმა სთხოვეს მხარის რწმუნებულს გასულ წელს ღია შეხვედრების დროს შიდა გზების მოწესრიგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები