ნიკოლოზ მეტრეველი: „ფეიკმედიამ“ არაფრად მიიჩნია ის ფაქტი, რომ დაღუპული ახალგაზრდა კაცის ოჯახი ნდობას უცხადებს გამოძიებას
ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი „მთავარი არხის“ მიერ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის გაშუქებას ეხმაურება.
„ნაციონალური მოძრაობის“ ოფიციალურმა ტელევიზიამ, რომელსაც, თითქოსდა, ვერაფრით შეუძლია საკუთარი სიმდაბლის სიღრმიდან ვინმე გააკვირვოს, მაინც შეეცადა, სააკაშვილის და მისი თანამოაზრეებისთვის ესიამოვნებინა.
უდანაშაულო ბავშვების ტრაგედიის და მანამდე სხვა არანაკლებ მძიმე სისხლის სამართლის ჩამდენი „ტელევიზია“ ამჟამად ცხრამეტი წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებას ბერა ივანიშვილს აბრალებს. გასაგებია – რეალური სამიზნე „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილია.
პათოლოგების ე.წ. პარტიის ლიდერები და მათი ტელევიზიები ცეცხლს ცუდად ეთამაშებიან. პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებას მათზე უკვე იმუნიტეტი აქვთ გამომუშავებული და ოქტომბრის არჩევნებზე გამოუტანენ საბოლოო კანონიერ განაჩენს. მაგრამ, აქვთ კი მგავსი მოთმენის რესურსი გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს?! „ფეიკ ტელევიზიამ“ არაფრად მიიჩნია ის ფაქტი, რომ დაღუპული ახალგაზრდა კაცის ოჯახი ნდობას უცხადებს გამოძიებას და შემდგომ კანონიერ ვერდიქტს ელოდება.
კრიმინალების „პარტიებმა“ და მათი „ფეიკმედია“ საშუალებების უფროსებმა კარგად იციან ,არჩევნები უკვე არჩევნებამდე წაგებული აქვთ, მაგრამ დარჩენილ დროში მაინც ცდილობენ, სიბინძურის უსაზღრო დოზით გაჯერებული პროვოკაციების მოწყობას.
კარგად დაფიქრდნენ, ნორმალური ადამიანების მოთმინებასაც აქვს საზღვარი!“- წერს ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.