მარინა ეზუგბაია: საქართველოში კორონავირუსი სომხეთიდან შემოსულ ორ მოქალაქეს დაუდასტურდა
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა სომხეთიდან შემოსულ ორ მოქალაქეს დაუდასტურდა და ისინი სატვირთო ავტომანქანის მძღოლები არიან.
„კოვიდცენტრებში მკურნალობს 126 პაციენტი. ორი დადასტურებული შემთხვევიდან ორივე არის შემოტანილი, კერძოდ – სომხეთიდან, მძღოლები არიან.
რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, შემოვიდა მხოლოდ ერთი პაციენტი, ორი პაციენტი კი გაეწერება.
ამ ეტაპზე დაგვრჩება 23 კოვიდინფიცირებული პაციენტი.
ორი ახალი ინფიცირებულიდან ჩვენთან მოთავსებულია ერთი მათგანი, რომლის მდგომარეობაც საშუალო სიმძიმისაა.
დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა კი, უცვლელია. არც ერთ მათგანთან არ შეინიშნება დავადების დამძიმება. ჩვენს ცენტრში ძირითადად საშუალო სიმძიმის პაციენტები მკურნალობენ“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.