“თიბისის” Live-სესიები “აქ.ახლა” გრძელდება – გურამ წიბახაშვილი და ტორესა მოსი – ვიზუალური მეხსიერება

თიბისის Live-სესიები “აქ.ახლა” გრძელდება.

დღეს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს ფოტოგრაფ გურამ წიბახაშვილის სესიას თიბისის Facebook გვერდის (https://www.facebook.com/tbcbank/) დახმარებით.

ლაივჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება, მისი მოდერატორი მწერალი ტორესა მოსი იქნება.

სესიის – „ვიზუალური მეხსიერება – აქ.ახლა” ფარგლებში, გურამ წიბახაშვილი მის მიერ მრავალი წლის განმავლობაში შექმნილ ფოტოარქივზე ისაუბრებს, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიას დეტალურად ასახავს.

გასულ წელს “თიბისიმ” გამომცემლობა „ინდიგოსთან” თანამშრომლობით, პროექტი – „ზამთარი გატადანილია” განახორციელა, რომელმაც 1990-იანი წლების საქართველოს შესახებ ფოტო-ალბომი, გამოფენა და მოკლემეტრაჟიანი ფილმი გააერთიანა. წიგნში ავტორის 250-მდე ფოტო და მწერლის – ანა კორძაია-სამადაშვილის ესეები შევიდა.

R

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები