ლევან დავითაშვილი: დასავლეთ საქართველოში ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა შედეგიანად დასრულდა

“დასავლეთ საქართველოში მავნებელი მწერების წინააღმდეგ ბრძოლა შედეგიანად დასრულდა”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მან პრემიერის პარლამენტში გამოსვლაც შეაფასა და აღნიშნა, რომ 2019-2020 წლებში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა.

„დღეს ანგარიშში აღინიშნა რამდენიმე მიმართულება, რომელსაც მინდა, გამოვეხმაურო. დასავლეთ საქართველოში მავნებელი მწერების წინააღმდეგ ბრძოლა შედეგიანად დასრულდა. ეს გამოწვევა დავძლიეთ. ფერმერებს მიეცათ საშუალება, სოფლის მეურნეობის საქმიანობა წარმატებით განახორციელონ. საქართველოში კვლავ წარმატებული იქნება მაღალი საექსპორტე პოტენციალის მქონე თხილის წარმოებისა და გადამუშავების მიმართულება. 2019-2020 წლებში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები