გიორგი ვოლსკი პრემიერის მოხსენებაზე: ახალი კუთხით წარმოჩნდა ბევრი რამ და, მათ შორის, მთავარი – აქ არავითარი არაფორმალური მმართველობა არ შეიძლება, არსებობდეს

„ახალი კუთხით წარმოჩნდა ბევრი რამ და, მათ შორის, მთავარი – აქ არავითარი არაფორმალური მმართველობა არ შეიძლება, არსებობდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ პრემიერმინისტრის ყოველწლიური მოხსენების შეფასებისას „რუსთავი 2″-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ ამან უზრუნველყო სტაბილურობა და რომ არა პანდემია, საუბარი იქნებოდა მნიშვნელოვან პოზიტიურ ტენდეციებზე.

“ბიძინა ივანიშვილის დამსახურება მხოლოდ ის კი არ არის, რომ რესურსი გაიღო ჰუმანიტარული თვალსაზრისით, მშენებლობის კუთხით, კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად, ჩვენი ბავშვების განათლებისთვის და სხვა, არამედ არის ის ენერგია, რომელიც ჩაიდო პროფესიონალური მმართველი გუნდი შექმნაში პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით, რაშიც ყველამ მივიღეთ მონაწილეობა.

ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, გვიწევს ეკონომიკურ და ჯანმრთელობის პრობლემზე უფრო მეტი საუბარი, ვიდრე იმ ტენდენციებზე, რომლებიც, მიუხედავად არსებული ვითარებისა, გამოიკვეთა. მთავარი თემა მაინც არის ერთი, რაზეც არავინ ამახვილებს ყურადღებას, თუ ოპოზიციურ ფლანგზეა. საქართველოს აქვს ისტორიული დანიშნულება, იყოს დერეფანი ენერგორესურსებისთვის, პოლიტიკური თუ ეკონომიკური კავშირებისთვის აზიასა და ევროპის რეგიონებს შორის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაზეც უფრო მეტი უნდა ვილაპარაკოთ”, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები