წყრუთისა და წირის დამაკავშირებელ გზას რეაბილიტაცია უტარდება

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების – წყრუთისა და წირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება.

როგორც “რეგიონულ კვირას” ახალციხის მერიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი გზის 1300-მეტრიან მონაკვეთზე დაიგება და სანიაღვრე არხები მოეწყობა.

“სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – რუბენ კარაპეტიანი, საკრებულოს თავმჯდომარე – გელა ნოზაძე და მოადგილე – იოსებ კაპანაძე”, – წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები