“სამელიორაციო მომსახურების 2020 წლის გადასახადისგან უკვე 1973 აბონენტი გათავისუფლდა, დანაზოგმა 555 225 ლარი შეადგინა”
ფერმერები, რომლებიც ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებას 10 ჰა-მდე მიწის ფართობზე იღებენ, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის – „ზრუნვა სოფელსა და ფერმერებზე“ ფარგლებში დაწესებული შეღავათით სარგებლობენ და 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადის განთავისუფლდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მელიორაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღეის მონაცემებით, დაწესებული სახელმწიფო შეღავათით ისარგებლა და 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან გათავისუფლდა 1973 აბონენტი. ბენეფიციართა დანაზოგმა 555 225ლარი შეადგინა.
“გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის – „ზრუნვა სოფელსა და ფერმერებზე“ ფარგლებში, წყალმომხმარებლებს სრულად ჩამოეწერათ 2020 წლამდე შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული დავალიანება”, – ნათქვამია საქართველოს მელიორაციის ინფორმაციაში.