“ცივი შესხურების ტექნოლოგიით დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ფაროსანას გავრცელების ტერიტორიაზე 7 323 ჰექტარი ფართობია დამუშავებული”
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები, სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
სააგენტოს ცნობით, სამეგრელოს, იმერეთის, გურიის რეგიონებსა და აჭარაში, მონიტორინგის პარალელურად, მავნებლის კონტროლის მიზნით, ფართობები შესაბამისი პრეპარატებით მუშავდება.
“ცივი შესხურების ტექნოლოგიით დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ფაროსანას გავრცელების ტერიტორიაზე 7 323 ჰექტარი ფართობია დამუშავებული, სოფლებსა და ტყისპირა პერიმეტრებზე დამონტაჟებულია 13 780 „მოიზიდე და გაანადგურე სადგური” (სადგურებზე 41 350 ფერომონია განთავსებული), თერმული ნისლის ტექნოლოგიით შეწამვლითი სამუშაოები ჩატარებულია 630 ჰექტარზე.
ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით ტარდება. აბაშის მუნიციპალიტეტში არსებულ საკოორდინაციო მართვის ცენტრში მოქმედებს გზავნილების სისტემა, აგრეთვე, ფუტკრის დაცვის მიზნით სისტემურად იმართება შეხვედრები მეფუტკრე ფერმერებთან და შეწამვლითი სამუშაოები კოორდინებულად იგეგმება”, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.