ვლადიმერ ბორცვაძე: თუ დადასტურდება რაიმე სახის გადაცდომა ან იძულებების ფაქტი სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან, ამ ქმედებას მიეცემა შესაბამისი შეფასება
“თუ დადასტურდება რაიმე სახის გადაცდომა ან იძულებების ფაქტი სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან, ცალსახად ამ ქმედებას მიეცემა შესაბამისი შეფასება. იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი ფაქტი არ დადასტურდება, ბუნებრივია, ამ განცხადების ავტორს მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ რა გახდა ამ განცხადების გაკეთების საფუძველი და არის თუ არა ეს ცრუ დასმენა“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული პირის ადვოკატის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
„მე როგორც ვიცი, ეს განცხადება შეიცავს შემდეგ შინაარსს, რომ ფიზიკური ძალადობა და ანგარიშსწორება განხორციელდა საგამოძიებო მოქმედების დროს. ეჭვს აჩენს აღნიშნული განცხადება იმ კუთხით, რომ თუ საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას და მას შემდეგ განხორციელდა რაიმე სახის იძულება ან ძალადობა, რატომ გაკეთდა აღნიშნული განცხადება საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდგომ და ეს განცხადება გაკეთდა ამ ადამიანის დაკავების შემდეგ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს განცხადება, რა თქმა უნდა, შესწავლას საჭიროებს და უნდა მოხდეს ამ ფაქტებისა და გარემოებების შესწავლა. თუ დადასტურდება რაიმე სახის გადაცდომა ან იძულებების ფაქტი სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან, ცალსახად, ამ ქმედებას მიეცემა შესაბამისი შეფასება. იმ შეთხვევაში, თუ მსგავსი ფაქტი არ დადასტურდება, ბუნებრივია, ამ განცხადების ავტორს მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ რა გახდა ამ განცხადების გაკეთების საფუძველი და არის თუ არა ეს ცრუ დასმენა“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.