ვლადიმერ ბორცვაძე: გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დღეს დაკავებული 17 პირიდან რამდენიმე არასრულწლოვანია
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის ინფორმაციით, გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს დაკავებული 17 პირიდან რამდენიმე არასრულწლოვანია.
“დაკავებულ 17 პირთან, ჯერჯერობით, საგამოძიებო მოქმედებები, გამოკითხვები ჩატარებული არ არის. მაგრამ სანამ დააკავებდნენ, უმეტესი მათგანი გამოკითხულია და ნაწილი ამ ადამიანებიდან თანამშრომლობდა ჩვენთან.
დაკავებულებს შორის რამდენიმე არასრულწლოვანია”, – განაცხადა ბორცვაძემ.
ცნობისათვის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი სამაშველო-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მდინარე არაგვის კალაპოტში იპოვეს.
გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.