თეირანში გვიან ღამით სამხედრო ბაზასთან ძლიერი აფეთქება მოხდა.
როგორც ირანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, აფეთქდა გაზის საცავი.
თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა, დავუდ აბდიმ განაცხადა, რომ დეტონაციის შედეგად არავინ დაშავებულა, აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ხანძრის ლიკვიდირება მალევე მოხერხდა. ამასთან, აბდის მომხდარის მიზეზი არ დაუსახელებია.
გარდა ამისა, Reuters-ი დასავლეთის სპეცსამსახურების მონაცემზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ ისლამურ რესპუბლიკაში შესაძლოა, ცდები ტარდებოდა, რომლებიც პოტენციურად შესაძლოა, ბირთვულ იარაღს უკავშირდებოდეს.
თეირანში აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი, ჯერჯერობით, არ გაუკეთებიათ.