ბოლნისის მუნიციპალიტეტმა მდგრადი ენერგეტიკის დღე ონლაინ ვიქტორინით აღნიშნა

ბოლნისის მუნიციპალიტეტი ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულს დევიზით – „გაანათე შენი გონება“ შეუერთდა. კორონავირუსის პანდემიის გამო, ენერგეტიკის დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტმა სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ ვიქტორინა მოაწყო.

როგორც “რეგუონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ონლაინ ვიქტორინაში მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასების 11-მა მოსწავლემ მიიღო. ვიქტორინის კითხვები ენერგოეფექტურობის, კლიმატური ცვლილებებისა და განახლებადი ენერგიის შესახებ იყო მომზადებული. თითოეული კითხვაზე მიღებული პასუხების შემდეგ კი მცირე დისკუსია გაიმართა.

მათივე ცნობით, ვიქტორინის დაწყებისას მოსწავლეებს სიტყვით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა – დავით შერაზადიშვილმა მიმართა და მათ ეკოლოგიისა და მდგრადი ენერგეტიკის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

“ონლაინ ვიქტორინაში გამარჯვება საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლე – ირინა ჟუჟუნაშვილმა მოიპოვა. მე-2 ადგილი ბოლნისის N3 საჯარო სკოლის მოსწავლემ – მარიამ ადამაშვილმა, მე-3 კი დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე მურო ექიზაშვილმა დაიკავეს.

საპრიზო ადგილზე გასულ მოსწავლეებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერისგან მომზადებული საჩუქრები გადაეცათ. ვიქტორინაში მონაწილე ყველა მოსწავლეს კი სერთიფიკატები დაურიგდა.

ვიქტორინა „მერების შეთანხმება აღმოსავლეთით“ ფარგლებში მოეწყო და მისი მიზანი სკოლის მოსწავლეებში მდგრადი ენერგეტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,მერების შეთანხმება აღმოსავლეთი“-ს ერთ-ერთი ხელმომწერია, ამიტომ ყოველწლიურად ჩვენი მუნიციპალიტეტი ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულს უერთდება. წელს მდგრადი ენერგეტიკის დღე ონლაინ ვიქტორინით აღვნიშნეთ, რომლის მიზანიც სკოლის მოსწავლეებში მდგრადი ენერგეტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო. მოხარული ვარ, რომ ვიქტორინაში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ახალგაზრდები ეკოლოგიის, მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატური ცვლილებების შესახებ ინტერესდებიან და ცდილობენ ამ თემების შესახებ ინფორმაცია მიიღონ“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები