ლადო კახაძე ომბუდსმენს: არის თუ არა მედიის მხრიდან დანაშაული ბავშვთა პორნოგრაფიის პოპულარიზაცია

„ვუერთდები თქვენს სამართლიან მადლობას Covid19-თან ბრძოლაში გაწეული სამსახურისთვის. კარგი იქნებოდა, თუ მაკოორდინებელ საბჭოზეც გაამახვილებდით ყურადღებას, რომელმაც ამ ღონისძიებებს თავი მოუყარა და ეს პოტენციალი კარგად გამოიყენა”, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ლადო კახაძემ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, რომელმაც პლენარულ სხდომაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2019 წლის ანგარიში წარადგინა.

დეპუტატი დაინტერესდა, მიიჩნევა  თუ არა ბავშვთა უფლებების დარღვევად რამდენიმე საკითხი.

„თქვენი ანგარიშის ნაწილია ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა, რომლის ქვეპუნქტია არასრულწლოვანთა დაცვა მავნე ზეგავლენისგან. მიიჩნევა თუ არა მავნე ზეგავლენად და, უფრო მეტიც, დანაშაულებრივ ზემოქმედებად არასრულწლოვანთა ჩართვა “ფეიკნიუსებში”, ტელეკომპანიების მიერ მათ სასარგებლოდ მომზადებულ გადაცემებსა და სიუჟეტებში? მიიჩნევა თუ არა მავნე ზეგავლენად არაპირდაპირი გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების გამოყენების ეგიდის წინსწრებით, არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის პოპულარიზაციის მაპროვოცირებელი ტელევიზიების ქმედება? დარწმუნებული ვარ, თქვენი საღი აზრი კარგად უნდა იყოს აღქმული მსმენელებისთვის”, – განაცხადა ლადო კახაძემ.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები